"პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ..." - ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხავნი დაშორდნენ
1753788663
აშშ უკრაინას რვა ერთეულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ნასამსს“ გადასცემს. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში ორი სისტემა განთავსდება, კიდევ ექვსს კი მოგვიანებით გაგზავნიან.
პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინა ასევე მიიღებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს სხვა ქვეყნებიდან.
„ჩვენ აგრეთვე დავპირდით, რომ უპილოტო თვითმფრინავების საწინააღმდეგო ზომებს მივიღებთ, მათ შორის არის „ვამპირის“ სისტემა და სხვა სარადარო სისტემები, რადგან ვიცით, რომ უპილოტო თვითმფრინავების საფრთხე ახლა ასევე სერიოზულია“, – აღნიშნულია განცხადებაში.