1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ორშაბათს, 31 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ამტკიცებს, რომ არსებობს ინფორმაცია უკრაინის თავზე მტრის 40 რაკეტის არსებობის შესახებ.
აფეთქებები კიევში
დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
„კიევის რეგიონის მცხოვრებლებო! რეგიონში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში და უსაფრთხო ადგილებში", - მოუწოდებენ კიეველებს.
აფეთქებები ხარკოვში
ასევე, სოციალურ ქსელებში დაიწყო შეტყობინებები ხარკოვში აფეთქებების შესახებ. ინფორმაცია ხარკოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა დაადასტურა.
„ხარკოვისა და რეგიონის მცხოვრებლებო, დარჩით თავშესაფრებში! დამპყრობლები ურტყამენ“, - წერს ის.
ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა ხარკოვში ორი რაკეტის ჩამოგდების შესახებ გამოაცხადა.
„მტერმა ქალაქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყა“, - იუწყება ტერეხოვი.
აფეთქებები ვინიცას რაიონში
გარდა ამისა, ოკუპანტები თავს დაესხნენ ვინიცას რეგიონს.
„ვინიცას რაიონი სარაკეტო სროლის ქვეშაა! საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დარჩით თავშესაფრებში საჰაერო თავდასხმის დასრულებამდე. გაუფრთხილდით თავს!“ - წერს სერგეი ბორზოვი.