პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთას შეხვედრის დროს განაცხადა.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც NATO-ს მოკავშირეებმა, მათ შორის იტალიამ, გაიღეს, ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის პროგრესისთვის.
„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ რუსეთის განცხადება ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. უახლოეს დღეებში უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ადგილზე სიტუაცია. მაგრამ რაც ცხადია, რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.