„25-26 ივლისი სახიფათო პერიოდია“ - არესტოვიჩი კიეველებს აფრთხილებს

ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩიკიეველებს მოუწოდებს, რომ უახლოეს დღეებში საჰაერო განგაშის სიგნალი არ უგულვებელყონ, რადგან რუსეთის მხრიდან უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამის შესახებ არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა.

ოლექსეი არესტოვიჩის თქმით, სახიფათო პერიოდი 25-26 ივნისამდე გაგრძელდება და ეს დაკავშირებულია შავ ზღვაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ ქმედებებთან, რომლებმაც დარტყმა განახორციელეს "ჩერნომორნეფტგაზის" საბურღ მოწყობილობებზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა დაპყრობილი.

"ისინი შეეცდებიან სამაგიეროს გადახდას იმისთვის, რაც შავ ზღვაში მოხდა. როგორც "ცხელმა" დეპუტატმა ილაყბა, შესაძლებელია დარტყმა სწორედ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე განხორციელდეს,"- აცხადებს არესტოვიჩი. თუმცა როგორც ის ამბობს, უკრაინასაც თავის მხრივ აქვს ისეთი რამ, რითაც რუსებს ძალიან მტკივნეულ დარტყმას მიაყენებენ.