„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
რუსული სამხედრო ხომალდი „მოსკოვი“ ჩაიძირა. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, რუსეთის თავდაცის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსული „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, სამხედრო ხომალდი, რომელიც „საბრძოლო მასალის აფეთქებით დაზიანდა“, ბუქსირებისას ჩაიძირა.
"სარაკეტო კრეისერმა „მოსკვამ“ საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანების გამო პორტში ბუქსირებისას დაკარგა სტაბილურობა. ქარიშხლიან ზღვაში გემი ჩაიძირა", - ნათქვამია რუსეთის თავდაცის სამინისტროს განცხადებაში.