1745604507
ბუჩას მერი ამბობს, რომ დაღუპულების თითქმის 85%-ს ნატყვიარი აქვს

კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას დაღუპული მაცხოვრებლის თითქმის 85%-ს ნატყვიარი აქვს, რაც მიუთითებს განზრახ მკვლელობის ჩადენაზე, განაცხადა ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ბუჩაში განზრახ მკვლელობები ჩაიდინეს “, - განაცხადა მერმა.
ჩვენ დავასრულებთ ამ საქმეს, ცხედრებს გავაგზავნით მორგებში, რათა ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები და ახლობლებს შეეძლოთ მიცვალებულების ცხედრების მიღება და დაკრძალვა ისე, როგორც საჭიროა“,-აღნიშნა ფედორუკმ.