ზელენსკიმ განმარტა, რატომ არ ტოვებს კიევს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, თუ რატომ არ დატოვა აქამდე კიევი, მიუხედავად უამრავი შეთავაზებისა.

ამის შესახებ პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

„მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში. მე მაინტერესებს რა დაემართება უკრაინელებს. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. როგორ შემიძლია თავი დავანებო მათ? უბრალოდ შეუძლებელია, ვერც კი ვიფიქრებდი ასეთ რამეზე. პრეზიდენტი რომ არ ვიყო, ასე არც ვიფიქრებდი. უკრაინაში ვიქნებოდი. როგორ დავტოვო ეს ყველაფერი? ახლა კი, როცა ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვერ შევძლებ“,- ამბობს პრეზიდენტი.

მან ასევე თქვა, რომ მისი წასვლა პირველ რიგში მტერს გაახარებდა.

„დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი გაყოფა იქნებოდა და არ იქნებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების, პრეზიდენტისა და ხალხის ასეთი ერთიანი პოზიცია“,- აღნიშნა ზელენსკიმ.