ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდება სერიოზული შეცდომაა.
„მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.
ცნობისათვის, 14 იანვარს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.