„არ დავმშვიდდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“ - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

კიევი

„ჩვენ არ დავმშვიდდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“ - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მესამე თვის დაწყებას... 

ბრიტანელი მინისტრი განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს: 

„რუსეთი სჩადის სისასტიკეს, მათ შორის თავდასხმებს უდანაშაულო მოქალაქეებსა და ბავშვებზე ოდესასა და მარიუპოლში. ჩვენ არ დავმშვიდდებით, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“, - აცხადებს ტრასი.