ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში ამჟამად თვითმფრინავში იმყოფება, რომელიც მოსკოვისკენ მიემართება. ამის შესახებ გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა განაცხადა.
გუტიერეშს 26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „მიიღებს“. ასევე ის სამუშაო შეხვედრას და ლანჩს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართავს.
გაეროს გენდმივანი ასევე გაემგზავრება კიევში და ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება.
„მნიშვნელოვანია, რომ მას შეეძლება მკაფიოდ ისაუბროს ორივე მხარის ხელმძღვანელობასთან და დაინახოს რა პროგრესს შეგვიძლია მივაღწიოთ. საბოლოო ჯამში, საბოლოო მიზანი არის ბრძოლების შეჩერება" , - განუცხადა ჰაკმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუტიერეშს არ უსაუბრია შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოსკოვსა და კიევში მოგზაურობამდე, მან აშშ-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ისაუბრა.
”ის ბოლო დღეებში ესაუბრა აშშ-ის მაღალჩინოსნებს და ბევრ სხვა მაღალჩინოსანს ტელეფონით”, - განაცხადა ჰაკმა.
სპიკერს არ დაუსახელებია წინადადებები, რომლებსაც გუტიერეში შეხვედრებზე წარადგენს.