დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი - ენტონი ბლინკენი

ენტონი ბლინკენი

"ამ ომში რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს. რუსეთი ცდილობდა უკრაინის სუვერენიტეტის წართმევას, მაგრამ ვერ მოახერხა",  - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი  ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სამხედრო, ეკონომიკური ძალა. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ. არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმერ პუტინი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მომავალშიც გაგრძელდება  მანამდე, სანამ მის საბოლოო წარმატებას არ ვიხილავთ”, - აღნიშნა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას გუშინ სტუმრობდნენ.