პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„რუსეთი გამარჯვების მიღმაა“ - ამ სათაურით უცხოური მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პუტინი დიპლომატიური გზით უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დასრულებაზე უარს ამბობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ომის დასრულების დიპლომატიური გზების მიმართ ინტერესი დაკარგა. მან რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდება გადაწყვიტა, - ამის შესახებ Financial Times პუტინის გარემოცვაში მყოფ სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
პუტინი გაბრაზდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული კრეისერი „მასკვა“ ჩაძირა.
„იყო შეთანხმების იმედი, მაგრამ „მასკვას“ ჩაძირვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
პუტინი რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის წინააღმდეგ წავიდა, რადგან „მასკვას“ ჩაძირვის შემდეგ იგი გამარჯვებულად ვეღარ გამოდის“, - განაცხადა ანონიმურმა პირმა.