„ამბობენ, რომ მამა გაიქცა და უკრაინა დატოვა... - რას ამბობს ვიქტორ იუშენკოს შვილი

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს შვილი, ვიტალინა იუშჩენკო  აცხადებ, რომ უკრაინა ოჯახის არცერთ წევრს არ დაუტოვებია.

როგორც ის „რუსთავი2“-თან საუბრისას ამბობს, თავად მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა.

„არაფერია ისეთი საშინელი, როდესაც ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, სადაც ომია, განსაკუთრებით ბავშვებთან ერთად, ყველაზე დაუცველად გრძნობ თავს. ამჟამად უსაფრთხოდ ვართ. მე ჩავეწერე ტერიტორიის მოხალისეობრივ დაცვაში. რაც მთავარია, ოჯახის ყველა წევრი სამშობლოში ვართ, არავის დაგვიტოვებია ტერიტორია. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის გარშემო გაერთიანდეს ხალხი, ქართველები 3 მილიონი ხართ, ჩვენთან 43 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისე ჩანს, რადგან ბევრი ვართ, მარტივია თავის დაცვა, თუმცა დღევანდელ სიტუაციას მხოლოდ ერთიანობა თუ უშველის.

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მამაჩემი გაიქცა, უკრაინა დატოვა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ის იყო პირველი, ვინც 2008 წელს საქართველოში ჩამოვიდა თქვენი ქვეყნის დასაცავად და წარმოუდგენელია ვინმე ფიქრობდეს, რომ მამაჩემი თავის ქვეყანას არ დაიცავს და მიატოვებს. მე არ შემიძლია დავასახელო რეგიონი სადაც ვცხოვრობთ, მაგრამ უკრაინა არცერთ ჩვენგანს, მით უმეტეს მამაჩემს არ დაუტოვებია. ყოველ წამს ველოდებით ომის დასრულებას და რაც ახლა ხდება არამხოლოდ საშიშია და ფსიქოლოგიურად მძიმე, არამედ გაუგებარი.

ხალხს აქვს კითხვა - რატომ მოხდა ეს უბედურება 21-ე საუკუნეში. ძალიან ვწუხვარ, რომ ახალი თაობა ისევ გაიზრდება მამის, ძმის გარეშე. საშინელებაა, რომ ამ ყველაფერს ეჩვევი - ეჩვევი სროლას, აფეთქებას, ბომბების ხმას, ეს ყოველდღიურობა ხდება და აღარ გიკვირს. რამით არ მძინავს, მესმის, როგორ დაფრინავს მტერი ჩვენს თავზე, ვლოცულობთ, რომ დამთავრდეს ომი, ვლოცულობთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის,"- განაცხადა ვიტალინა იუშენკომ.