ყველა მთავარი დეტალი, რაზეც დღეს რუსეთ- უკრაინის დელეგაციები შეთანხმდნენ - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში გაწევრიანება, ყირიმის საკითხი

molaparakebebi

პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე პირველი კომენტარი გააკეთა, რომელსაც უკრაინული მედია გამოცემა NEXTA LIVE Telegram არხზე ავრცელებს. 

როგორც პოდილიაკი აცხადებს, უკრაინასა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის, კრიზისის შემდგომი მართვის იურიდიულ ვალდებულებებს აშშ, თურქეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები იღებენ, რომლებისთვისაც რუსეთს ანგარიშის გაწევა მოუწევს. 

ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება - უკრაინამ ევროპულ გაერთიანებაში წევრობის გარანტია მიიღო. 

მესამე საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინამ და რუსეთმა დღეს ისაუბრეს ყირიმია. ყირიმის კრიზისი 15 წლის შემდეგ პირველად მსჯელობის საგანი გახდა. 

უსაფრთხოების გარანტიები

ოფიციალურმა სტამბოლმა შესაძლებელი გახადა რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება, რაც რუსეთის ფედერაციამ გაითვალისწინა. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულება, ფაქტობრივად, გულისხმობს არა თეორიულ, არამედ - პრაქტიკაში ჩვენი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დასაცავად ეფექტური ინსტრუმენტის მოპოვებას.

მსოფლიოს წამყვანი არმიები, მათ შორის ბირთვული კომპონენტის მქონე ქვეყნები გარანტიორები ხდებიან, რომლებიც კონკრეტულ სამართლებრივ ვალდებულებებს იღებენ - ჩაერიონ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერ კონფლიქტში, დაუყოვნებლივ მიაწოდონ იარაღი.

უნდა ითქვას, რომ ეს ხელშეკრულება ასევე შესაძლებელს ხდის, დაიწყოს გლობალური უსაფრთხოების ძველი მოდელის გადახედვა, რომელმაც აჩვენა, რომ არაეფექტურია, ამიტომ გადავა უფრო ეფექტურ მოდელზე. ამაში, უკრაინა ძლიერ პოზიციად არის აღქმული, როგორც გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის რეფორმის ინიციატორი.

ცალკე ვიტყვი, რომ მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმომწერ რუსეთს, შეერთებულ შტატებთან, თურქეთთან, გერმანიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ბევრ დამატებით ტვირთს აკისრებს რუსებს და საშუალებას გვაძლევს დათმობაზე არ წავიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ მრავალმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, თავიდან ტრადიციული რუსული არასავალდებულო ბუნება ავიცილოთ, რომლის გამოც ბევრ ხელშეკრულებას არღვევს ხოლმე.

ევროკავშირში გაწევრიანების შანსი

უკრაინა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, როგორც სრულუფლებიანი წევრის, სავალდებულო შესვლის გარანტიებს იღებს. რაც უაღრესად მნიშვნელოვანია - როგორც ეკონომიკის მოდერნიზაციის მასშტაბური პროგრამების დაფინანსების, ისე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადაჭარბებული ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების კუთხით.

ყირიმის საკითხი

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ყირიმის საკითხი. პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებები ყირიმის პრობლემაზე და არსებული მდგომარეობის 15 წლის განმავლობაში გამოსწორება რევოლუციური წინადადებაა.

ვინაიდან ეს ნიშნავს, მინიმუმ, ყირიმის თემის დაბრუნებას მოლაპარაკებების დღის წესრიგში. მანამდე რუსები ამაზე კატეგორიულ უარს ამბობდნენ.

გარდა ამისა, ეს საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ყირიმის ამჟამინდელი სამართლებრივი ინტერპრეტაციები, რადგან ჩვენთვის ყირიმი, რა თქმა უნდა, უკრაინის ნაწილია.

ყირიმის საკითხზე ორმხრივ სამხედრო ესკალაციაზე უარი ომის საყოველთაო შეწყვეტის გასაღებია...