66 224 უკრაინელი დაბრუნდა უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

„66224. სწორედ ამდენი კაცია დაბრუნდა უცხოეთიდან, რათა დაიცვან საკუთარი ქვეყანა ურდოსგან“ - ამის შესახებ ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ტვიტერზე წერს. 

„66224. სწორედ ამდენი კაცია დაბრუნდა უცხოეთიდან, რათა დაიცვან საკუთარი ქვეყანა ურდოსგან. ეს 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადაა. უკრაინელებო, ჩვენ დაუძლეველნი ვართ!“ - წერს რეზნიკოვი.

რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 24 თებერვალს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.