„მსაჯები და მაყურებლები მის მხარეს იყვნენ“ - უმარის მწვრთნელი თვლის, რომ მოიგეს
1737299288
რუსი ოლიგაქრის რომან აბრამოვიჩი ლონდონში, ყველაზე პრესტიჟულ უბანში ისტორიულ სასახლეს ფლობს.
კენსინგტონის ამ სასახლის ღირებულება - 125 მილიონი ფუნტია.
აბრამოვიჩმა იგი 2009 წელს 90 მილიონ ფუნტად იყიდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ცნობილი გახდა, რომ რომან აბრამოვიჩი ლონდონში აღნიშნულ სასახლეს ყიდის.
ნავთობ მაგნატისა და პუტინის უახლოესი მოკავშირის ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის ქონება 2021 წელს 14,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რუსი ოლიგაქრის საკუთრებაშია ასევე 100 მილიონ ევროდ შეფასებული სასახლე საფრანგეთში „შატო დე ლა კრო“
დმიტრი რიბოლოვლიევის სასახლე „მაისონ დე ლ’ამიტიე"“ პალმ-ბიჩზე, ფლორიდაში, ამერიკის შეერთებული შტატები მდებარეობს.
ეს სასახლე რუსმა ოლიგარქმა ამერიკელი მილიარდერის და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპისგან 2008 წელს, 100 მილიონ დოლარად შეიძინა.
საცხოვრებელი ფართი 3000 კვადრატული მეტრია. სასახლეს აქვს საკუთარი 140 მეტრი სიგრძის პლაჟი, 18 საძინებელი და ორი სასტუმრო ფლიგელი.
ყიდვა-გაყიდვის გარიგებამ ფლორიდის შტატის უძრავი ქონების რეკორდი მოხსნა, ხოლო თავად ტრამპმა განაცხადა, რომ არასდროს მანამდე ამხელა თანხა არ გადაუხდია კერძო საცხოვრებელში.
რუსი ოლიგარქი მიხაილ პროხოროვი საფრანგეთში ლაჟვარდოვან სანაპიროზე ფლობს ვილა „ლეოპოლდს“
1902 წელს ბელგიის მეფე ლეოპოლდის მიერ აშენებული ვილა მიხაილ პროხოროვს 2008 წელს მოეწონა და გადაწყვიტა ბანკირის, ედმონდ საფრის ქვრივისგან 370 მილიონ ევროდ გამოესყიდა.
რუსი ოლიგაქრის და მაგნატის ალიშერ უსმანოვის მფლობელობაშია „ბიჩვუდის“ სასახლე ლონდონში.
ალიშერ უსმანოვმა 2011 წლის იანვარში შეიძინა ყატარელი ემირისგან, რომელსაც სასახლე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისგან ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჰქონდა ნაყიდი. 1840 წელს აშენებული შენობა ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და არქიტექტორ ჯორჯ ბესევის პროექტითაა აგებული.
უცხოური მედია წერს, რომ რუსეთში სანქციების დაწესებამდე ოლიგარქი 50 მილიონი ფუნტის ღირებულების სასახლის გაყიდვას ცდილობდა.