ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
რუსეთის მიზანი არაა უკრაინის ნაწილებად დაყოფა, ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ცდილობს, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი Sky News Arabia-სთან ინტერვიუში.
„2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინა დაექვემდებარა ნაცისტური იდეოლოგიის გავლენას, ჩვენ გვინდა გავათავისუფლოთ იგი ამ იდეოლოგიისგან.
გარდა ამისა უკრაინის ტერიტორიაზე გაიზარდა „ნატოს“ ინფრასტრუქტურა, რაც პირდაპირ ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას. ჩვენი მიზანი არ არის უკრაინის ტერიტორიების ნაწილებად დაყოფა. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველყოთ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები.
ზაპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რაც შეეხება, მასზე თავდასხმა არ მომხდარა და ის არ დაზიანებულა. რაც მის ირგვლივ მოხდა იყო პროვოკაცია უკრაინული ნაციონალისტების და ექსტრემისტების მხრიდან, რომლებმაც შეტევა განახორციელეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე“, - ამბობს პესკოვი.