პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგმა დაასახელა თარიღი, როდესაც უკრაინა რუს სამხედროებს „გაგლეჯს“ და ომს მოიგებს. ამის შესახებ სტატიას უკრაინული მედია აქვეყნებს, სადაც ცნობილი ასტროლოგის პროგნოზია ასახული:
"არავის ეპარება ეჭვი, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. თუმცა, ასტროლოგიის დარგის სხვადასხვა სპეციალისტს შორის ზუსტად როდის მოხდება ეს, აზრთა სხვადასხვაობაა.
ასტროლოგმა დიმიტრი ურანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაზე საბოლოო უარს რუსი სამხედროები ამ ზაფხულს იტყვიან.
"ვფიქრობ, როცა მარსი კუროში გადაინაცვლებს (ივლისი-აგვისტო), უკრაინა მათ (რუს სამხედროებს - რედ.) გაანადგურებს!" - წერს ურანი.
გარდა ამისა, მან განმარტა, თუ რომელი ობიექტები იქნება რუსი ოკუპანტების შეტევის ქვეშ:
"მზის დაბნელებისას პირველ რიგში, საფრთხე ხელისუფლებას და მმართველს ემუქრება.
კურო უკრაინის ნიშანია. ურანი არის ჰაერის, ავიაციის და სარაკეტო ტექნოლოგიების პლანეტა, რომელიც დაკავშირებულია ელექტროენერგიასთან, უეცარ, მოულოდნელ მოვლენებთან.
ასე, რომ 30 აპრილიდან 30 მაისამდე არის პირდაპირი საფრთხე უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიმართ“, - განაცხადა დიმიტრი ურანმა.
სპეციალისტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში, უკრაინის დასავლეთით ქალაქები - ლვოვი, ლუცკი და უჟგოროდი დაბომბვის ქვეშ მოჰყვება.
ამიტომ, ის მოუწოდებს ამ რეგიონის მოსახლეობას, საჰაერო თავდასხმის განგაში ყურადღების მიღმა არ დატოვონ." - წერს გამოცემა.