უკრაინელი მაგები ირწმუნებიან, რომ კიევიდან ჯარები მათი რიტუალის შემდეგ გავიდნენ, ამიტომ 7 აპრილს სპეციალურ რიტუალს აანონსებენ, პუტინის წინააღმდეგ

ьфпуиш

სპირიტული რიტუალის შემსრულებლები, უკრაინელი სპირიტუალები ირწმუნებიან, რომ 31 მარტს მათ მიერ ჩატარებული რიტუალი უკრაინისთვის წარმატებული იყო, ამიტომ ახლა მაგები შემდეგ რიტუალს 7 აპრილს პუტინის წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა YNIAN Telegram არხზე ავრცელებს. 

"გასულ დღეებში პუტინის სამღვდელოება სერიოზულად შეშფოთებული იყო უკრაინელი ჯადოქრების აქტიურობით. ალბათ, საქმე ისაა, რომ პირველი რიტუალი წარმატებული იყო...  ყოველ შემთხვევაში, თავად უკრაინული "ჯადოსნური საზოგადოების" წევრები აცხადებენ, რომ პირველი რიტუალი, რომელიც 31 მარტს შედგა, წარმატებული და ეფექტიანი იყო.

"არავითარი შეფერხება არ ყოფილა, ყველაფერი ძლიერი და მშვიდი იყო. ცერემონიის შემდეგ მოხდა მტრის ჯარების გაყვანა კიევიდან", - აცხადებენ რიტუალის მონაწილეები.

სწორედ ამიტომ, უკრაინელმა ჯადოქრებმა კიდევ ერთი რიტუალი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ - უკვე 7 აპრილს დაგეგმეს.

შედეგად, ისინი გვპირდებიან, რომ 24 აპრილამდე, ანუ მართლმადიდებლურ აღდგომამდე პუტინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება." - წერს გამოცემა. 

როგორც დაგეგმილი იყო, 31 მარტს ჩვენი შაბათის ერთ-ერთი რიტუალი შედგა.

"ჩვეულებრივ, ასეთი რიტუალების წინ დიდი ჩარევები ხდება ხოლმე, მაგრამ არანაირი შეფერხებები არ ყოფილა, ყველაფერი ძლიერი იყო. ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ყველა მტერი დაისჯება. საშინელი ტანჯვა და ზეციური სასჯელი ელის მათ." - წერდნენ უკრაინელი მაგები.