ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„ფრთხილად! არავინ მიირთვას მტკვრის თევზი, რადგან ეს არის დაბინძურებული, მკვდარი თევზი და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამას მოაქვს სიკვდილი..." - ამ სკანდალურ გაფრთხილებას "პრაიმტაიმთან" ქართველი მაგი, ნინა ახმოვანებს.
ის სიმსივნით დაავადებული ადამიანების სიჭარბეს ე.წ. ჯადოებს უკავშირებს და ამბობს, რომ მდინარე მტკვარში გადაყრილი სხვადასხვა ნივთები გარემოში ნეგატიურ, დაბინძურებულ ენერგეტიკას აფრქვევენ, რაც ქვეყანაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
მაგი ნინა თავისი პრაქტიკიდან ერთ კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს - როცა მტკვრიდან ამოღებული ნივთი ჟურნალისტმა სახლში შეიტანა, მისი ოჯახი განადგურდაო, ამბობს...
„თუ ადამიანს გენეტიკურად სიმსივნე ანუ კიბო არა აქვს და ეს დაავადება დაუდასტურდა, ავადმყოფმა დაუყოვნებლივ ექსტრასენსს უნდა მიმართოს, რადგან ყველაზე მძიმე ჯადოს განვითარება კიბოთი ხდება და ასევე, ეს პროცესი მაშინ ვლინდება, როცა საშველი აღარ არის, ხშირ შემთხვევებში შორს წასული, მეოთხე სტადიის დროს...
მე მხედველობაში საშუალო შეძლების ადამიანი მყავს, რადგან ფინანსურად ძლიერ ადამიანებს უმეტესად უკან ძლიერი ექსტრასენსი ჰყავს, რომლებიც უძლიერეს დაცვით თილისმებს უკეთებენ. ჩვეულებრივმა ადამიანმა კი ან ეკლესიას ღრმა რწმენით უნდა მიმართოს, ან თეთრ მაგს.
რაც მტკვარში ყრია, ვგულისხმობ ჯადოებს, ეს ნეგატივი საშინელ გავლენას ახდენს მთლიანად ქვეყანაზე. ახლა, ძალიან მოდაშია სხვადასხვა ნივთების გადაყრა წყალში, ვინაიდან თბილისში მხოლოდ მტკვარი გვაქვს, ყველა იქ მიდის. პირადად ჩემში ძალიან ცუდ ასოციაციას იწვევს სახელი მტკვარი, რომელიც მკვდარს ძალიან ჰგავს.
ჩემი რეკომენდაციაა მტკვარი გაიწმინდოს, რომ ქვეყანას, მოსახლეობას ეშველოს. თუმცა, სანამ ეს გაკეთდება, მანამდე ყველა ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ დაცვითი თილისმები ატარონ და აქაც სიფრთხილე გამოიჩინონ, სანამ ვინმეს გააკეთებინებენ. დარწმუნდით, რომ ადამიანს, რომელიც მაგიასთან კავშირშია, სიყვარული შეუძლია, ბედნიერი ოჯახი აქვს და ა.შ. მაგი უნდა ბრწყინავდეს... მათი შეკვეთილი დაცვებით კი ადამიანები გადარჩებიან.
პირადად ჩემთან, მუსლიმი ოჯახი დადის, რომლებმაც მე, ქრისტიანს დაცვითი თილისმები გამაკეთებინეს, რადგან ვინც ავად იყვნენ, გამოჯანმრთელდნენ და ჩემგან სიკეთე მიიღეს.
ასევე, ჩემი მეორე რჩევა ასეთია - ფრთხილად! არავინ მიირთვას მტკვრის თევზი, რადგან ეს არის დაბინძურებული, მკვდარი თევზი და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ამას მოაქვს სიკვდილი... ვინც მტკვრის თევზს მოიხმარს, 3 წლის შემდეგ, დიდი პრობლემები დაეწყება. ამდენი კიბოთი დაავადებული საქართველოში სად იყო? ახალგაზრდებზე, ბავშვებზეა საუბარი. თავი რომ შევიკავოთ ამით ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავარჩენთ.
საქართველოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი, ტელევიზიის წამყვანი და მისი ოჯახი ჩემი კლიენტები არიან. მან მტკვრის წმენდის ტენდერი მოიგო და სახლში წყლიდან ამოღებული უძველესი სკივრი მიიტანა, რომელიც ოჯახის წევრებს ძალიან მოეწონათ და აივანზე დადგეს, როგორც ანტიკვარი და ძვირფასი ნივთი. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი ამ სკივრის სახლში მიტანის... ეს ოჯახი ერთ თვეში დაინგრა კი არა, განადგურდა...
ვინც მაგიას ეხება, უნდა იცოდეს, რომ ეს თამაში არ არის. ყოველთვის უნდა გაიგოს ადამიანმა, რაღაცის მიღების სანაცვლოდ რა დაემართება მის ოჯახს ან შთამომავლობას. ჩვენთან ძირითადად კონკრეტული სურვილის ასრულებისთვის მიმართავენ მაგებს და არა - დაცვითი თილისმების დასამზადებლად.
ასეთმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სამ თვეში შავი მაგიის გამოყენების შემდეგ, ოჯახები ნადგურდება - ამას ოჯახის წევრების მკვლელობა, გაღატაკება, დანაკარგები, სიკვდილი, დაავადებები მოჰყვება. 21-ე საუკუნე გამოცხადებულია მაგიის საუკუნედ. იცოდეთ ადამიანებო, რომ მაგიას კვება უყვარს, ერთხელ თუ მიმართეთ, მერე მუდმივად ამ წრეზე უნდა იტრიალოთ.
ახლა, საქართველოში სკანდინავიური რუნები ძალიან მოდაში შემოვიდა. თითოეულ რუნს აქვს სული და ამით თამაში ძალიან საშიშია. მე რომ პოლიტიკაში ვიყო, ასეთ ადამიანებს დავიჭერდი. შავი მაგები აკეთებენ ჯადოებს და სასაფლაოებზე ატანენ, ის ადამიანი თავის თავზე ცოდვის მცირე წილს იღებენ, ძირითადად კი თქვენ იღებთ ამ კატასტროფულ შედეგებს და რის ფასად?! აი ეს არის საკითხავი." - ამბობს მაგი ნინა.