კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
11 წლის უკრაინელ ლტოლვილ ბიჭს, რომელმაც სლოვაკეთის საზღვართან მარტომ, ხელზე დაწერილი ტელეფონის ნომრით მიაღწია, ირკვევა, რომ დედა ცოცხალი ჰყავს.
ბიჭი ზაპოროჟიედან - ატომური ელექტროსადგურის ადგილიდან, რომელიც რუსმა ძალებმა გასულ კვირას დაიპყრეს - მარტომ გადაკვეთა სლოვაკეთის საზღვარი ზურგჩანთით, პლასტიკური ბარათით, პასპორტითა და ტელეფონის ნომრით, რომელიც ხელზე ეწერა.
როგორც ირკვევა, პატარა ბიჭს მარტოს, დედის გარეშე სახიფათო მგზავრობა ერთი მიზეზით მოუხდა - დედამ ავადმყოფი ბებია ქალაქში მარტო ვერ დატოვა და იძულებული გახდა, შვილი, გადასარჩენად ნათესავებთან მარტო გაეგზავნა.
ბიჭზე პასუხისმგებლობა სლოვაკეთის ხელისუფლებამ აიღო და მასზე მოხალისეები ზრუნავენ.