ჟირინოვსკი უკანასკნელ გზაზე მხოლოდ უკანონო შვილებმა გააცილეს - პოლიტიკოსის ცოლ-შვილი ცერემონიას არ დასწრებია

ჟირინოვსკის დაკრძალვა

6 აპრილს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ის  კორონავირუსული გართულების გამო კომაში იყო ჩავარდნილი. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა.

ჟირინოვსკს 8 აპრილს მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში გაცილება მოუწყვეს. მის გამოსამშვიდობებლად ვლადიმერ პუტინიც იყო მისული.

თუმცა, როგორც ირკვევა, ჟირინოვსკის ჭირისუფლებს შორის არ იყვნენ მისი ცოლი და ვაჟი, იგორ ლე­ბე­დე­ვი. როგორც ამბობენ, პოლიტიკოსი უფროს შვილთან ნაჩხუბარი იყო, რის გამოც ლებედევმა სახელმწიფო სათათბიროში ხელახლა არჩევაზე უარი თქვა. სამაგიეროდ, ცერემონიას ესწრებოდნენ ჟირინოვსკის უკანონო შვილები, ოლეგი და ანასტასია.

ჟირინოვსკის ცოლს ქმრის უკანონო შვილების შესახებ არასოდეს უსაუბრია. როგორც ჩანს კანონიერმა ცოლმა და შვილმა მისი დასჯა იმით გადაწყვიტეს, რომ ცერემონიაზე არ მივიდნენ. 

ცნობისთვის, ჟირინოვსკი მხარს უჭერ­და კანონს პოლიგამიის შესახებ და ამბობდა, რომ ეს რუსეთის დემოგრაფიას გააუმჯობესებდა. ჟირინოვსკი ასევე ამბობდა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში იგი ლებედევასთან ერთად ერთ-ერთი უკანონო შვილის, ანასტასიას დედაზეც იქორწინებდა

 

წყარო

 

ასევე ნახეთ - პუტინი ჟირინოვსკის პანაშვიდზე წითელი ვარდებით მივიდა