რომან გოცირიძე: „პატრიოტთა ალიანსი“ იტყვის, ჟირინოვსკის პანაშვიდზე ვართ ჩასულებიო

რომა გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „პატრიოტთა ალიანსს“ რუსეთში ჩასვლას ეხმაურება.

მისივე თქმით, რუსეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ „საქართველოში შემოიპატიჟონ“.

„ახლა, „პატრიოტთა ალიანსი“ იტყვის, ჟირინოვსკის პანაშვიდზე ვართ ჩასულებიო, მაგრამ ამას არავინ არ დაიჯერებს. ძალიან კარგადაც ჩანს, რატომ არიან ჩასულები. რუსეთში იმისთვის ჩავიდნენ, რომ რუსები საქართველოში შემოიპატიჟონ. ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება უკრაინაში... ყოველთვის დადიოდნენ, თუ დაეთრეოდნენ, ასე ჯობს, ესენი მოსკოვში, მაგრამ იმ სიარულსა და ამ ჩასვლას შორის სხვაობა ძალიან დიდია. საქართველოს ბედი წყდება რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ მარცხში“, - ამბობს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ და შეხვედრებს მართავენ.