VIDEO: კვირა თუ ორშაბათი - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
1745056463
უკრაინაში ჩვენი უსაფრთხოება საფრთხეშია, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ახალი სანქციები დაწესდება რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც იმპერიალისტურ ძალად გადაიქცა.
„რუსეთი ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ იქცა. იმისათვის, რომ მშვიდობა იყოს ხანგრძლივი, უკრაინის არმია უნდა გაძლიერდეს წვრთნების, ტექნიკის მხარდაჭერისა და ტექნიკის ადგილობრივი წარმოების გზით. გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ ევროპელების თანხმობითა და წვლილით მიიღწევა. ეს არის საფრანგეთის დიპლომატიური წარმატება, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელები, უკრაინელები და ევროპელები ერთ მაგიდასთან იყვნენ. ეს სამიტი არსებითი იყო, რადგან საუბარია იმ მიზანზე, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს: მშვიდობა. იმისათვის, რომ ეს წარმატებული იყოს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი. ამერიკელები ჩქარობენ ომის დასრულებას“, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
ცნობისთვის, 17 აპრილს დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პარიზში ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართეს.