პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მივესალმები ევროპული კომისიის დასკვნას უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც აუცილებლად დაგვაახლოებს ჩვენს გამარჯვებასთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის დროს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„მადლობელი ვარ ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის თითოეული წევრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მომავალ კვირას ველოდები დადებით შედეგს ევროპული საბჭოსგან,“- წერს პრეზიდენტი ზელენსკი.
შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.