ცნობილია რატომ აღნიშნავენ მართლმადიდებლები შობას 7 იანვარს და არა 25 დეკემბერს
1766605068
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ ეთანხმება ნატოს წევრობაზე უარის თქმის პუნქტს, რომელიც ომის დასრულების გეგმის წინა, 28-პუნქტიან ვერსიაში იყო, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და არა რუსეთთან შეთანხმებებზე.
„ეს მხარეთა შეთანხმებაა: ამერიკის, უკრაინის, ევროპისა და რუსეთის. ჩვენი აზრით, ეს ნატოს წევრების არჩევანია - სურთ თუ არა უკრაინის ხილვა ალიანსში. ჩვენ კი ჩვენი არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ თანხმდება ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის მოთხოვნას, რომელიც 28-პუნქტიან გეგმაში იყო წარმოდგენილი. მან დასძინა, რომ უკრაინამ შესაბამისი არგუმენტები მოიძია.
„მათ სურთ ცალკე მოილაპარაკონ - ნატომ და რუსეთმა - მომავლის შესახებ. ვფიქრობ, სწორედ ამ ცალკეულ მოლაპარაკებებში წამოჭრიან ისინი უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს. თუმცა, ეს მაინც სხვისი შეთანხმებაა სხვასთან და არა ჩვენი. მე კი მიმაჩნია, რომ ეს უკრაინის მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - დასძინა მან.