რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემადგენლობაში ჩინეთის 155 მოქალაქე ომობს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ჩვენ ინფორმაციას ვაგროვებთ და ვფიქრობთ, რომ მათი [ჩინეთის მოქალაქეების] რიცხვი დიდია. ჩვენ გვაქვს 155 საპასპორტო მონაცემი, სადაც წერია მათი ასაკი და ადგილები, სადაც ისინი მსახურობენ: 70-ე, 71-ე და 225-ე მოტომსროლელი პოლკები და ასე შემდეგ“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე თქვა, რომ ჩინელებს სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკის“ მეშვეობით იბირებენ. მისი თქმით, ჩინეთის ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცის. ზელენსკის აზრით, გადაბირების სხვა სქემებიც არსებობს.
ჩინეთის გადაბირებული მოქალაქეები მოსკოვში ჩაჰყავთ. იქ ისინი სამედიცინო შემოწმებას გადიან, ხოლო შემდეგ ერთი-ორი თვით საწვრთნელ ცენტრში სამხედრო მომზადებას გადიან. ჩინელებს აძლევენ მიგრაციულ და საბანკო ბარათებს, აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევეს, რომლებიც რუსული ჯარის შემადგენლობაში იბრძოდნენ.