ზელენსკი რობერტ ფიცოს მიერ გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე მიწვევას პასუხობს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მიერ გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებზე მიწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„კარგი. ჩამოდი კიევში პარასკევს“, – წერს ზელენსკი X-ზე და ფიცოს სტატუსს აზიარებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ კი ზელენსკი მოლაპარაკებებზე მიიწვია და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა შექმნის კარგ საფუძველს ღია დისკუსიისთვის სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შესახებ უკრაინის ტერიტორიის გავლით.