აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ჯგუფმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენის იურიდიულ უფლებამოსილებას მიანიჭებს

კონგრესი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელთა ჯგუფმა, კანონპროექტი მოამზადა, რომელიც დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენის იურიდიულ უფლებამოსილებას მიანიჭებს. ამის შესახებ "ფოქს ნიუსი" წერს.

რესპუბლიკელმა ენდი ოგლსმა, ათ თანაპარტიელთან ერთად, წარადგინა კანონპროექტი, სახელწოდებით "ვაქციოთ გრენლანდია კვლავ დიდებული“. კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ინაუგურაციის შემდეგ დაუყოვნებლივ შეეძლება, დაიწყოს მოლაპარაკებები დანიასთან გრენლანდიის შეძენის თაობაზე, ხოლო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ამის შესახებ აცნობოს კონგრესს, როგორც საბიუჯეტო სახსრების განმკარგველს.

ოგლსის თქმით, ჯო ბაიდენმა ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის რეპუტაცია გაანადგურა, ხოლო ტრამპი პოსტის დაკავებამდე მსოფლიოს აუწყებს, რომ "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" ბრუნდება.