საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია! - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან
1769074541
ევროპა კვლავაც უფრო გეოგრაფიად, ისტორიად და ტრადიციად აღიქმება, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ ძალად ან ზესახელმწიფოდ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ევროპაში დაუსრულებელი შიდა კამათი და ბოლომდე უთქმელი სათქმელია, რაც ხელს უშლის მას გაერთიანებაში და იმაში, რომ საკმარისად გულწრფელად ისაუბროს რეალური გადაწყვეტილებების მოსაძებნად. ძალიან ხშირად, ევროპელები - ლიდერები, პარტიები, მოძრაობები და საზოგადოებები - ერთმანეთს უპირისპირდებიან იმის ნაცვლად, რომ ერთად დადგნენ რუსეთის შესაჩერებლად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
„ევროპა კვლავაც უფრო გეოგრაფიად, ისტორიად და ტრადიციად აღიქმება, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ ძალად ან ზესახელმწიფოდ. ზოგიერთი ევროპელი მართლაც ძლიერია, ეს სიმართლეა, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ, თუმცა მუდმივად ელიან, რომ სხვამ უკარნახოს“, - დასძინა მან.