პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1769100753
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა მიაღწია იმას, რომ ევროპამ ვერ გაბედა რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია და მათი სრულად გამოყენება უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის.
„უკვე მეოთხე წელია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომის დაწყებიდან და ადამიანი, ვინც ის წამოიწყო, არა მხოლოდ თავისუფალია, არამედ დღემდე იბრძვის ევროპაში თავისი გაყინული ფულისთვის. და იცით რა, მას გარკვეული წარმატებაც აქვს. ეს სიმართლეა. სწორედ პუტინია ის, ვინც ცდილობს გადაწყვიტოს, როგორ უნდა იყოს გამოყენებული რუსული გაყინული აქტივები და არა ისინი, ვისაც შესწევთ ძალა, დასაჯონ იგი ამ ომის გამო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული აქტივების კონფისკაცია არ მომხდარა, უკრაინის პრეზიდენტი მადლიერია, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ამ რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ.
„მაგრამ, როდესაც დადგა დრო, რომ ყველა ეს აქტივი რუსული აგრესიისგან დასაცავად ყოფილიყო გამოყენებული - გადაწყვეტილება დაიბლოკა. პუტინმა მოახერხა ამის გაკეთება, დიახ. სამწუხაროდ, მან შეძლო ევროპის შეჩერება“, - დასძინა ზელენსკიმ.