საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია! - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

იტალია

იტალია სტიქიას ებრძვის. 

ცენტრალურ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულმა ციკლონმა „ჰარიმ“ სერიოზული ზიანი მიაყენა იტალიის კუნძულებს. უზარმაზარმა შტორმულმა ტალღამ სიცილიის მახლობლად მდებარე საკურორტო კუნძულ ლიპარის ნავსადგურს გადაუარა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ იტბორება ქუჩები და გემები. ერთ-ერთი სათვალთვალო კამერის ჩანაწერში აღბეჭდილია მომენტიც, როდესაც ვიწრო ქუჩაში მოულოდნელად ჩამოქცეულმა წყლის ძლიერმა ნაკადმა ადამიანი წაიყოლა.

ხელისუფლებამ სიცილიასა და სარდინიაში წითელი განგაშის დონე გამოაცხადა.

უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე დასახლებაში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ვითარებას საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.