არქეოლოგებმა იერუსალიმში, იესო ქრისტეს სამარხის შესახებ ახალი აღმოჩენა გააკეთეს
1792262199
გასული წლის ბოლოს ევროკავშირის მიერ შეთანხმებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიუხედავად, კიევი მომავალი წლისთვის ფინანსური მხარდაჭერის კიდევ ერთ პაკეტს ითხოვს.
„მომავალ წელს ომი 155 მილიარდი ევრო დაჯდება. ჩვენ თქვენგან, სულ მცირე, კიდევ 70 მილიარდი ევრო გვჭირდება - თავდაცვისთვის, იარაღისთვის და ჩვენი მდგრადობისთვის“, - განუცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს.
„ეს რეალისტური თანხაა. გთხოვთ, მოიძიოთ ეს მხარდაჭერა. ეს დაგვეხმარება რუსეთის შეკავებაში“, - დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, დამატებითი ფინანსური დახმარების შემთხვევაში, ქვეყანა ორ-სამჯერ მეტი დრონის წარმოებას შეძლებს.