ზელენსკი: ჩვენ არ გვაქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება, რომ ტერიტორიები დავთმოთ

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ განიხილავს თავისი ტერიტორიების რაიმე ნაწილის დათმობის შესაძლებლობას, რადგან ამის საშუალებას არ იძლევა არც ეროვნული კანონმდებლობა, არც საერთაშორისო სამართალი და არც მორალური პრინციპები.

„განვიხილავთ თუ არა რაიმე ტერიტორიის დათმობის საკითხს? ჩვენ არ გვაქვს ამის არანაირი უფლება კანონით - უკრაინის კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლით, თუ გულახდილად ვიტყვით. არც მორალური უფლება გვაქვს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„რა თქმა უნდა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ტერიტორიები დავთმოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა არაფრის დათმობა. ამისთვის ვიბრძვით, თქვენ ეს კარგად იცით“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ ამჟამად შეერთებული შტატები სიტუაციის მოსაგვარებლად კომპრომისულ გადაწყვეტილებებს ეძებს.