ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
უკრაინაში ომი გრძელდება - ზაპოროჟიეზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაშავდა 16 ადამიანი, დანგრეულია შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოფიციალური წყაროების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქზე სულ 10 შეტევა განახორციელეს, თავდასხმის ობიექტები საცხოვრებელი სახლები, მრავალბინიანი კორპუსები და საგანმანათლებლო დაწესებულებები იყო.
რუსეთ-უკრაინის ომი იყო მთავარი განხილვის საგანი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის. საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მომდევნო პაკეტის მომზადებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.
ევროპაში ყველაზე ხანგრძლივ შეიარაღებულ კონფლიქტზე განცხადებას ავრცელებს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტიც. ჯეი დი ვენსის თქმით, ახლა როდესაც თითოეულმა მხარემ იცის ერთმანეთის პირობა მშვიდობის სანაცვლოდ, მათზეა დამოკიდებული მიაღწევენ თუ არა მშვიდობას. ვენსი ვარაუდობს, რომ უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება.