საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1746220913
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ სამშვიდობო დარეგულირების ფარგლებში უკრაინა არ მიიღებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შეზღუდვებს, კერძოდ, ალიანსების არჩევასთან დაკავშირებით.
სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა არ დათანხმდება „მშვიდობას ნებისმიერ ფასად“, ასევე დაასახელა წითელი ხაზები სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც რჩება მკაფიო და უცვლელი.
„პირველ რიგში, ჩვენ არ დავთანხმდებით უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ასევე, მისი თქმით, უკრაინა არ დათანხმდება საკუთარი არმიის სტრუქტურის ან რაოდენობის შეზღუდვას, თავდაცვის მრეწველობის შემცირებას.
„ჩვენ არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვას, კერძოდ, იმ კავშირებისა და ალიანსების არჩევასთან დაკავშირებით, რომელშიც გაწევრიანებას ვცდილობთ“, - აღნიშნა მან.
საკვები, რომელიც უზმოზე (არ) უნდა მიიღოთ
1746220913