„ფორმულას“ წამყვანები ტოვებენ – „პერსონალურმა მიზეზებმა არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი“
1746198732
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელებმა უნდა იფიქრონ კონგრესიდან იმ დემოკრატების გარიცხვაზე, რომელთაც მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წინადადებები წარადგინეს.
როგორც ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, დემოკრატები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან.
„მათ ყველაფერი დაკარგეს, განსაკუთრებით გონება. ეს რადიკალურად მემარცხენე გიჟები კვლავ იმპიჩმენტით არიან დაკავებულნი. მათ უკვე ჰყავთ ორი „უსახელო“ ნაკლებად პატივცემული კონგრესმენი, ორივე სრული ფსიქოპატი, რომლებმაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ „იმპიჩმენტის“ წინადადება უკვე დაახლოებით მეოცედ წარადგინეს, თუმცა მათ წარმოდგენა არ აქვთ, რის გამო შეიძლება ჩემი იმპიჩმენტი. იქნებ იმ არეულობის გამო, რაც დემოკრატებმა დაგვიტოვეს საზღვარზე, ან აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი ინფლაციის, ან ავღანეთიდან ჯარების არაკომპეტენტური გაყვანის, ან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის უკრაინის წინააღმდეგ, ან „ჰამასის“ თავდასხმის ისრაელზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ირანს დიდი სიმდიდრის დაბრუნების საშუალება მისცეს. ამ კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, რატომ გამომიცხადებდნენ იმპიჩმენტს, მაგრამ „ჩვენ უბრალოდ გვინდა ამის გაკეთება“, – წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, რესპუბლიკელები არ მისცემენ მათ საშუალებას სასჯელს თავი კვლავ აარიდონ.
„რესპუბლიკელებმა უნდა დაიწყონ ფიქრი კონგრესიდან მათ ყველა იმ დანაშაულის გამო, რომლებიც მათ ჩაიდინეს, განსაკუთრებით არჩევნების დროს. რატომ ვაძლევთ მათ უფლებას, განუწყვეტლივ გამოიყენონ იმპიჩმენტი, როგორც იარაღი შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ბევრს შრომობს? ეს იგივე სცენარია, რომელიც მათ ჩემი პირველი ვადის დროს გამოიყენეს. რესპუბლიკელები არ მისცემენ მათ საშუალებას კვლავ თავი აარიდონ სასჯელს. ესენი არიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სძულთ ჩვენი ქვეყანა. შესაძლოა, ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ თამაშის თამაში მათთან და გავრიცხოთ დემოკრატები მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს და ეს ნამდვილი დანაშაულებია“, – წერს ტრამპი.
29 აპრილს, აშშ-ში, მიჩიგანის შტატის დემოკრატმა კონგრესმენმა, შრი ტანედარმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის წინადადება წარადგინა. თებერვალში ტეხასის შტატის დემოკრატმა კონგრესმენმა, ელ გრინმა ასევე განაცხადა ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი, თუმცა, ორივე შემთხვევაში ეს არ გამხდარა მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი.