გორის ერთ-ერთ რესტორანში საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღებისთვის ორი პირი დააკავა

გორი

სპეცოპერაცია გორში - ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო შესული.

დაკავებულია 2 პირი. ისინი ეჭვმიტანილი არიან ყალბი ფულის გასაღებაში. დაკავებულები რესტორნის სტუმრები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის ა და გ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღებას ითვალისწინებს.