პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბირთვული ომის საფრთხე სერიოზული და რეალურია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის პირველმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ასეთი ომის დაწყებისკენ ნაბიჯად კი მან უკრაინაში დასავლური ქვეყნების ჯარების შესაძლო გაგზავნა დაასახელა.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატო-ს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ისინი მისცემენ შეიარაღებას, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ასხამს ცეცხლზე ნავთს. მათ სურთ ამ შეიარაღების მიწოდებით აიძულონ უკრაინელები, ეომონ რუსეთს ბოლო ჯარისკაცამდე, ოღონდ კი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ოღონდ კი, როგორც ისინი იმედოვნებენ, რუსეთი მისგან უფრო და უფრო დაზარალდეს“, – განაცხადა ლავროვმა.