„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა თითქმის გააორმაგა ევროკავშირისთვის მიწოდებული საწვავით მიღებული შემოსავალი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა ეყრდნობა ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრის (CREA) კვლევას, სადაც აღნიშნულია, რომ გაყიდვების მოცულობის შემცირების მიუხედავად, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ მოსკოვს დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მოუტანა.
CREA-ს დასკვნის თანახმად, ევროპაში რუსული ენერგორესურსების მთავარი შემსყიდველი კვლავ გერმანიაა, ქვეყნის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება. გერმანიამ, რუსეთისგან ორი თვის განმავლობაში 9 მლრდ ევროს ღირებულების ენერგომატარებლები შეიძინა.
ფინური ცენტრის ექსპერტების დასკვნით, ახალი დამატებითი სანქციები ფასების მეტად ზრდას მოემსახურება, რაც ბრიუსელს ჩიხში შეიყვანს.
CREA-ს ექსპერტების თანახმად, პუტინის „საბრძოლო მანქანის შესაჩერებლად“ გამოსავალი იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებაზე სწრაფად და სრულად უარის თქმა.