ყოველწლიური რუსული მუსიკალური ფესტივალი ჩაშლის პირასაა

კივკ

რუსეთმა ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი „წლის სიმღერა“ უკრაინელი ვარსკვლავების სიმცირის გამო შესაძლოა გააუქმოს. 

ეს მოსაზრება მუსიკალურმა კრიტიკოსმა პაველ რუდჩენკომ გამოცემა „აბზაცთან“ ინტერვიუში გამოთქვა.

მისივე თქმით, ადრე ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან სოფია როტარუ, ვალერი მელაძე, ვერა ბრეჟნევა, ლოლიტა და სხვ. ხოლო მას შემდეგ, რაც მათ ომის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს და პუტინის რეჟიმს საჯაროდ არ დაუჭირეს მხარი ისინი რუსეთში „არასასურველები“ გახდნენ.

მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ბოლო წლებში ფესტივალი უკრაინელ არტისტებზე იყო დაფუძნებული. 

„არც კი მესმის, ეს ფესტივალი ჩატარდება თუ არა წელს, როგორც წესი, „წლის სიმღერის“ ჩაწერა დეკემბერში ხდება. ღმერთმა ქნას ამ დროისთვის ომი დამთავრდეს, მაშინ  ალბათ, ფესტივალი ჩატარდება.  ხოლო, თუ არ დამთავრდება ომი ფესტივალის ჩატარება საეჭვოა“, - ამბობს კრიტიკოსი.