„აზოვსტალიდან“ ევაკუირებულ დაჭრილ ჩვენ სამხედროებს რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით - ვერეშჩუკი

ჯარისკაცი

„აზოვსტალის“ ქარხნიდან მარიუპოლის დამცველების გადარჩენის რთული ოპერაცია გრძელდება.

ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკომ განაცხადა. 

მისივე თქმით, „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულ სამხედროებს მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიან. 

„სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ განხორციელდა ჩვენი მძიმედ დაჭრილი 53 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია. მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ჩვენ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით. ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.