ყირიმში, კიდევ ერთ სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა

ყურიმი

რუსული და უკრაინული მედიები, ადგილობრივებზე დაყრდნობით, წერენ, რომ ოკუპირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქებების ხმა ისმოდა.

ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა როგორც რუსული "კომერსანტი" აცხადებს, არსებობს მოსაზრება, რომ აეროდრომზე იარაღის საწყობი პატარა უპილოტო საფრენი აპარატით დაიბომბა.

გამოცემა ყირიმის ამბები კი წერს, რომ აფეთქებების ხმა დილით იყო და ახლა ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, აფეთქებები მოხდა გვარდეისკოეს სამხედრო აეროდრომზე, სადაც 2014 წლიდან ბაზირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შერეული საავიაციო პოლკი.

დღეს ეს უკვე მეორე აფეთქებაა ოკუპირებული ყირიმის სამხედრო ბაზებზე.    რამდენიმე დღით ადრე კი აფეთქება იყო ყირიმის კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე, რის შედეგადაც 9 თვითმფრინავი განადგურდა.