ცნობილია, რამდენი რუსული თვითმფრინავი განადგურდა ყირიმში აფეთქების დროს

ყირიმი

რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში სამშაბათს, 9 აგვისტოს, ძლიერი აფეთქებები მოხდა.

ნახევარკუნძულზე მოწინააღმდეგის ცხრა თვითმფრინავი განადგურდა, იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა. ამასთან,  აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.

აფეთქება რუსეთის საჰაერო ძალების საკის ავიაბაზაზე მოხდა, რომელიც უახლესი ფრონტის ხაზიდან 200 კმ-ზეა განთავსებული.  ბაზაზე განლაგებულია Su-24,Su-25, su-30-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები. 

„რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს“,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმში აფეთქებებს.