ვრცელდება ვიდეო, როგორ ლოცულობს ტრამპი ამერიკელი სამხედროებისთვის რელიგიურ ლიდერებთან ერთად

ტრამპი ლოცულობს

ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე ტრამპმა ამერიკელი პასტორები ოვალურ კაბინეტში სალოცავად მიიწვია. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელ X-ში ვრცელდება.

„ვლოცულობ შენი მადლისა და მფარველობისთვის ჩვენი ჯარისკაცებისა და ყველა იმ მამაკაცისა თუ ქალისათვის, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. ჩვენ უბრალოდ ვლოცულობთ, რომ კვლავაც მისცე ჩვენს პრეზიდენტს ის ძალა, რომელიც მას ჩვენი ერის წინამძღოლობისთვის სჭირდება, რათა კვლავ გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი ღვთის წინაშე“, - ამ სიტყვებით ლოცულობს პასტორი ოვალურ კაბინეტში შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად.