ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ჯიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონის მიერ წარდგენილ წინადადებას ცეცხლის 30 დღით შეწყვეტასთან დაკავშირებით იმ მოტივით დათანხმდნენ, რომ ხელი არ შეეწყოთ მოსაზრებისთვის, თითქოს უკრაინას ომის დასრულება და მშვიდობა არ სურს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ილუზიები არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი დაიცავს რაიმე სახის შეთანხმებას, თუმცა აუცილებლად მიიჩნევს, დათანხმებოდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამერიკული მხარის წინადადებას.
„მე არაერთხელ აღვნიშნე, არც ერთ ჩვენგანს არ სჯერა რუსების, ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ, მაგრამ ჩვენ არ ვითამაშებთ ნარატივით, რომ არ გვსურს ომის დასრულება, რომელსაც რუსეთი მთელ მსოფლიოში ავრცელებს. ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და ჩემთვის მნიშვნელოვანია ომის დასრულება. მინდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს დაინახოს, ამერიკელებმა ეს დაინახონ, იგრძნონ და ევროპა და ყველა ალიანსში იყვნენ იმის თაობაზე, რომ საჭიროა ყველაფრის გაკეთება რუსეთის იძულებისთვის, დაასრულოს ეს ომი. ამიტომ, ჩემი რეაქცია იყო, რომ მზად ვართ 30 დღით დუმილის ფორმატისთვის. იმ ფორმატში, რომელიც ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინა არასდროს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად.
„წითელ ხაზებთან დაკავშირებით, მე, როგორც პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე, არ დავარღვევ კონსტიტუციას, დავიცავ სუვერენიტეტს და ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენი ხალხისა და მიწის დაცვით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.