ცნობილია 17 წლის გოგოს ვინაობა, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება
1763321894
უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს ბლოკს - განაცხადავიქტორ ორბანმა გერმანული Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. უნგრეთის პრემიერმა ბრიუსელი ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური ოპონენტების დაფინანსებასა და უნგრეთის შიდა საქმეების მანიპულირებისთვის ეკონომიკურ ზეწოლის გამოყენებაში დაადანაშაულა.
„უნგრეთს სურს ევროკავშირის რეფორმირება, მაგრამ არასდროს დატოვებს მას, რადგან ეს დასავლური ქრისტიანული კულტურის ნაწილია. ისინი გვაშანტაჟებენ. ცდილობენ ჩვენს ეკონომიკურად და ფინანსურად დახრჩობას. ამიტომ, ფინანსური ფარი მჭირდება ევროკავშირის გამო და ბრიუსელის წინააღმდეგ. ევროკავშირი სამშვიდობო პროექტიდან „ომის პროექტად“ იქცა. ევროკავშირთან არაფერს ვბლოკავ. უბრალოდ მინდა გარკვეული საკითხების გარკვევა. პირველ რიგში, სად არის ჩვენი ფული?“ - განაცხადა ორბანმა.