თენგიზ შარმანაშვილი: ტექნიკური მთავრობის თემა არასერიოზულია, რადიკალურ ოპოზიციაში კრეატივიც დაკარგეს, რაღაც ახალი მაინც მოიფიქრონ

თენგიზ შარმანაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ, თან პროამერიკელი, ვისაც არ აქვს, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დონალდ ტრამპის მილოცვას ამოვუბეჭდავ, თუ არ აქვთ, გაერო-ში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას გადავუწერ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„თუ ისევ პრეზიდენტი ჰგონიათ ზურაბიშვილი, მასთან იარონ. სხვათა შორის, თუ ვინმეს შეწყალება უნდათ, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.

რაც შეეხება ტექნიკურ მთავრობას, არასერიოზულია – რადიკალურ ოპოზიციაში კრეატივიც დაკარგეს, რაღაც ახალი მაინც მოიფიქრონ. წარმოდგენელი ნარატივია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლება გაგიჟდება, მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, შემდეგ პარლამენტის თვითლიკვიდაციას მოახდენს, რომ პრეზიდენტმა დაითხოვოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. ვისაც ეს სერიოზული განხილვის საგანი ჰგონია, მას ვერაფრით დავეხმარები“,- აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.