ვინ შეარჩია Victoria’s Secret-ის 2024 წლის შოუს მოდელები

აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის განმავლობაში, მაღალი მოდის პროექტებისთვის, გვარლიანი აქტიურად თანამშრომლობდა ემანუელე ალტთან და პიერჯორჯო დელმოროსთან.

Victoria’s Secret -ის 2024 წლის შოუზე ყველაზე განხილვადი თემა, რა თქმა უნდა, მოდელების ვარსკვლავური შემადგენლობა იყო. ნიუ-იორკში გამართულ ჩვენებაზე ბრენდმა 41 ქვეყნიდან, 50 სახე წარადგინა. პოდიუმზე ვიხილეთ, როგორც სამოდელო ინდუსტრიის ლეგენდარული სახეები, აგრეთვე ახალგაზრდა და დამწყები ტოპ მოდელები.

პიერჯორჯო დელმორო – ეს სახელი და გვარი მოდის ინდუსტრიაში კარგად იციან. “Model Maker” ამ სიტყვებით ახასიათებენ სააგენტო DM Casting-ის ხელმძღვანელს, რომელიც მოდელებს არჩევს ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Versace, Tom Ford, Schiaparelli, Ralph Lauren, Michael Kors, Gucci და ა.შ. ფრანგული Vogue -ის ყოფილ მთავარ რედაქტორთან, ემანუელე ალტთან ერთად, სწორედ პიერჯორჯო დელმოროს ანდო Victoria’s Secret -მა 2024 წლის შოუსთვის მოდელების შერჩევა.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, Victoria’s Secret -ის 2024 წლის შოუზე ქართველი ტოპ მოდელის, მატილდა გვარლიანის დებიუტიც შედგა, რის შემდეგაც, მატილდა გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ამერიკული ქალის თეთრეულის ბრენდის პოდიუმზე გაიარა.

აღსანიშნავია, რომ გასული ორი წლის განმავლობაში, მაღალი მოდის პროექტებისთვის, გვარლიანი აქტიურად თანამშრომლობდა ემანუელე ალტთან და პიერჯორჯო დელმოროსთან.