ექიმმა გამოავლინა ალცჰაიმერის ნაკლებად ცნობილი სიმპტომი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ
1734264807
სუჩირ ბალაჯი, OpenAI-ის ყოფილი მკვლევარი, 2024 წლის 26 ნოემბერს სან-ფრანცისკოში საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცოტა ხნის წინ 26 წლის ბალაჯიმ OpenAI საჯაროდ გააკრიტიკა. მან ორგანიზაცია მონაცემების შეგროვებასა და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ბალაჯის თქმით, საკუთარი მოდელების გასაწვრთნელად კომპანია ინტერნეტიდან მონაცემებს უკანონოდ იყენებდა - ეს კი ინტერნეტის ეკოსისტემას აზიანებდა.
ვინ იყო სუჩირ ბალაჯი?
სუჩირ ბალაჯიმ კალიფორნიის უნივერსიტეტი 2021 წელს დაასრულა. ის კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით სწავლობდა.
ბალაჯი პროგრამირების კონკურსებში ყოველთვის მოწინავე პოზიციებს იკავებდა.
26 წლის სუჩირ ბალაჯი OpenAI-ში ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. მან წელიწად-ნახევარი ChatGPT-ის პროექტზე იმუშავა. ოქტომბერში, The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მან OpenAIსაავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა: „თუ თქვენ ჩემი რწმენა გაქვთ, ეს კომპანია უბრალოდ უნდა დატოვოთ“.
სუჩირ ბალაჯი ასევე აკრიტიკებდა ხელოვნური ინტელექტის, AI პროდუქტებს, მათ შორის ChatGPT-ის. ის ამბობდა, რომ ChatGPT ინტერნეტის ეკოსისტემას აზიანებდა.